რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო

უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი, მეოთხე რაუნდი დაიწყო. დიპლომატიური დიალოგის იმედი მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მოსამზადებელი საუბრები კონსტრუქციული იყო. ეს მხარეებს შორის მოლაპარაკებების ყველაზე პოზიტიური შეფასება იყო.

"მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი - მშვიდობაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე. რთული განხილვა [იქნება] რუსეთი აცნობიერებს თავისი აგრესიული მოქმედებების სისულელეს, მაგრამ მაინც სჯერა, რომ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 19 დღიანი ძალადობა სწორი სტრატეგიაა" - დაწერე პოდოლიაკმა Twitter-ზე მოლაპარაკებების დაწყებამდე.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები