კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 466 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.9%-ია

COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 234 ტესტი და დადასტურდა 466 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 944 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.34%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.36%.

ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან თბილისში 272 გამოვლინდა, აჭარაში - 20, იმერეთში – 66, ქვემო ქართლში – 17, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30, კახეთში – 12, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 551, საიდანაც 1 461 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 29 090 - ბინაზე.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 393 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 635 975 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 588 829 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 569.


კომენტარები