რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში გარდაიცვალა ორსული, რომელიც სამშობიაროს დაბომბვაში მოყვა

ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა. 

მარიუპოლში გარდაიცვალა ორსული ქალი, რომელიც სამშობიარო კლინიკაში იმყოფებოდა მაშინ, როცა შენობა რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს.

ვერ მოხერხდა ორსული ქალის ნაყოფის გადარჩენაც. 

როგორც უკრაინული მედია УНИАН-ი წერს, ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ხმის ჟურნალისტმა, ასია დოლინამ Facebook-ზე დაწერა.

გარდაცვლილი ქალის სურათი და ვიდეო, რომელშიც ის საკაცით გადაჰყავდათ, შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ერთ-ერთი პირველი კადრი იყო.

ამას გარდა, ერთ-ერთმა ორსულმა, რომელიც ასევე დაბომბვაში მოყვა, გასულ დღეებში ბავშვი გააჩინა.

ოკუპანტებმა სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაბომბეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბრალდებით, სამშობიაროში აზოვის ბატალიონი იყო გამაგრებული.

კომენტარები