რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის ელჩი უკრაინაში: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

მატი მაასიკასი
UNIAN

უკრაინაში ევროკავშირის ელჩის, მატი მაასიკასის თქმით, ევროკავშირში უკრაინაში გაწევრიანებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია.

"11 მარტს ვერსალში სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირში უკრაინის განაცხადი. მათი პოლიტიკური გზავნილი იყო მკაფიო: უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ყინული დაიძრა, პროცესი დაიწყო." - თქვა მაასიკასმა.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე გრძნობს დასავლეთის სანქციების შედეგებს. მაასიკასის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა მხოლოდ გაიზრდება, როგორც სამხედრო ასევე ჰუმანიტარულ სფეროში.

10 მარტს ვერსალში უკრაინაზე წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხის სანსახილველად გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაავრცელეა განცხადება, რომლითაც "აღიარა უკრაინის მისწრაფებები და ევროპული არჩევანი".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები