რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა

მოსკოვი 18 ივნისს უკრაინის მასშტაბური იერიშის შემდეგ  
   

რუსეთის ფედერალურმა საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის მასშტაბური იერიშის შედეგად მოსკოვის ოთხივე აეროპორტი მუშაობას წყვეტს.

სააგენტომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით" მიიღეს. შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები არ ფუნქციონირებს.

ცნობისთვის 18 ივნისის დილის საათებში უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განმეორებითი იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც კვირაში მეორედ დაარტყეს კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს

 

კომენტარები