რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი სამართლებრივი ფორმატების შემუშავების შემდეგ იქნება

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი "სამართლებრივი ფორმატების" შემუშავების შემდეგ გაიმართება.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გამართვის თარიღი დაზუსეტებული არ არის.

"როგორც კი შემუშავდება ორმხრივი სამართლებრივი ფორმატები, დაინიშნება შეხვედრა - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ალბათ, არ არის საჭირო წასვლა და უბრალოდ საუბარი. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ ეს საკითხები გარკვეულ სამართლებრივ ფორმატში მოვაქციოთ". - ამბობს პოდოლიაკი. 

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები