სურსათი

დავითაშვილი: თუ რუსული ხორბალი არ იქნება, ყაზახეთი უპირობო ალტერნატივაა

ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ჩვენ გარკვეული მარაგი ყოველთვის უნდა გვქონდეს. ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ ორი თვის მარაგი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტიც იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს გადაწყობა და იმპორტიორებმა შეძლონ ალტერნატიული წყაროებიდან მომარაგება. საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ალტერნატიულ მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა. რუსეთთან ერთად საქართველო ყოველთვის მარაგდებოდა რეგიონის რამდენიმე ქვეყნიდან, ეს იყო უკრაინა და ყაზახეთი. რუსეთი იყო ფასებით ყველაზე კონკურენტუნარიანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც მათ მნიშვნელოვნად გაზარდეს ხორბლის წარმოება და პირველი ექსპორტიორები გახდნენ. ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა დღეისათვის, თუ არ იქნება რუსული ხორბალი.

დღეისთვის არ არის აკრძალული რუსული ხორბლის ექსპორტი საქართველოში, თუმცა ბევრი სამრეწველო პროდუქტი რუსეთმა აკრძალა, მათ შორის, საქართველოში ექსპორტი აიკრძალა და ეს ჩანაცვლდება ძირითადად ჩინური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციით. პერიოდულად ჩვენ ვიღებთ ამერიკულ ხორბალს, ასევე არის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითავშვილმა იმედის ეთერში.

კომენტარები