სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. სააგენტოს ცნობით, ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც მათ სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართეს.
ვიდეო სოციალურ ქსელში გვერდმა ჩემი ქალაქი მკლავს გაავრცელა. ვიდეოში ადამიანი ატამს წითელ საღებავს ასხამს, რათა დამწიფებული გამოჩნდეს.





