კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 543 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 11.12%-ია

COVID-19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 873 ტესტი და დადასტურდა 1 543 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 198 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.83%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 14.57%.

ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან თბილისში 718 გამოვლინდა, აჭარაში - 56, იმერეთში – 228, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 65, გურიაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 112, კახეთში – 109, მცხეთა-მთიანეთში – 44, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 35 536, საიდანაც 1 695 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 33 841 - ბინაზე.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 494 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 633 443 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 581 376 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 505.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები