რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან და ადამიანებს ქვეწარმავლებით აინფიცირებენ

რუსეთის თავდაცის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ უკრაინული ჯარები "ლაბორატორიებში ავითარებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომლითაც ისინი ადამიანებს გარეული ფრინველებისა და ქვეწარმავლების მეშვეობით აინფიცირებენ". 

ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების (РХБЗ) ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა თქვა, რომ "ამერიკული ლაბორატორიები უკრაინაში ავითარებენ ბიოაგენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული ეთნიკური ჯგუფების დაინფიცირება".

"ხელმისაწვდომი დოკუმენტები ადასტურებს უკრაინის მოქალაქეების ბიოლოგიური ნიმუშების საზღვარგარეთ გადატანის მრავალ შემთხვევას. დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ერთ-ერთი ამოცანაა ბიოაგენტების შექმნა, რომელსაც შეუძლია შერჩევითი ზემოქმედება მოახდინოს სხვადასხვა ფაქტორებზე, მოსახლეობის ეთნიკური ჯგუფებზე".- განაცხადა მან. 

კირილოვმა 7 მარტს თქვა, რომ ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი. მისი თქმით, მაღალი ინფიცირების მაჩვენებლიანი ვირუსი საქართველოში აშშ-ს ხელმძღვანელობით შეიქმნა და მან არაერთი ქვეყნის ეკონომიკას მიაყენა დიდი ზიანი.

 

კომენტარები