რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

15 დღის განმავლობაში რუსულ აგრესიას 71 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი

რუსულ აგრესიას, 15 დღის განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 71 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

გუშინ, 9 მარტს ქალაქ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე განხორციელებული ავიათავდასხმისას გარდაიცვალა ერთი ბავშვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები