რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინას თავს არ დავსხმივართ, სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ

Sergei Chirikov/EPA/Shutterstock

"სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ თავს" - ამტკიცებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, არაერთხელ ავუხსენით უკრაინას, რომ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ჩვენი მრავალწლიანი შეხსენებების, შეგონების, მოწოდებების მიუხედავად, არავინ მოგვისმინა". - ამბობს ლავროვი.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები