რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჟიტომირში რუსმა ოკუპანტებმა 7 სახლი გაანადგურეს – დაღუპულია 5 ადამიანი, მათგან 2 ჩვილია

ГСЧС

ჟჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში რუსმა ოკუპანტებმა 7 სახლი დაბომბეს. ინფორმაციას Unian-ი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.  

"დაღუპულია 5 უდანაშაულო ადამიანი, მათგან ორი 1-წლამდე ჩვილია". - წერია განცხადებაში. 

მალინში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები