რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქში ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსი ჩაცხრილეს, არიან დაშავებულები

NEXTA

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლობის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში საევაკუაციო ავტობუსი ჩაცხრილეს. ინფორმაციას NEXTA ავრცელებს. მედიის ცნობით, ავტობუსზე თავდასხმისას, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა, 3 ადამიანი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები