ჯორჯიან ეარვეისი [Georgian Airways] 25 ივნისიდან ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს.
კომპანიის ცნობით, პირდაპირი რეისები კვირაში 4-ჯერ ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას შესრულდება.
რაც შეეხება საათებს, ბათუმი-მოსკოვი: 10:40 - 13:00, ხოლო მოსკოვი-ბათუმი: 14:00 - 18:30.
უკრაინის მიერ საქნცირებულმა ავიაკომპანიამ Азимут-მა, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 2023 წლის 17 მაისიიდან დაიწყო. რუსეთ-საქართველოს შორის რეისებს რამდენიმე კომპანია ახორიცელებს მათ შორის რამდენიმე მიმართულებით დაფრინავს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, ასევე რუსული ავიაკომოანია Red Wings.
ვლადიმირ პუტინის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.





