რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: რუსეთის მობილიზებული ძალების თითქმის 100% უკვე უკრაინაშია

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალების თითქმის 100% უკვე უკრაინაში იმყოფება. ასევე, ამავე ინფორმაციით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 625 რაკეტა გაისროლა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები