კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 033 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 15.41%-ია

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 680 ტესტი და დადასტურდა 3 033 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 118 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 15.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 21.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.64%.

ინფიცირების 3 033 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 294 გამოვლინდა, აჭარაში - 72, იმერეთში – 451, ქვემო ქართლში – 117, შიდა ქართლში – 238, გურიაში – 123, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 260, კახეთში – 275, მცხეთა-მთიანეთში – 83, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 65.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 59 777, საიდანაც 2 600 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 57 177 - ბინაზე. მძიმე პაციენტია 656

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 623 672 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 547 531 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 338.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები