პროკურატურის განცხადებით, ქვემო ქართლში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, პირი 16 ივლისს დაკავეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფართებას მოითხოვენ.
"ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა". - წერს უწყება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




