რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში Facebook-ის შემდეგ, Twitter-იც დაიბლოკა

Avishek Das/SOPA Images/REX/Shutterstock

რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ Facebook-ის შემდეგ, Twitter-ზე წვდომაც შეზღუდა

Facebook-მ და Instagram-მა ჯერ ევროკავშირში და შემდეგ დიდ ბრიტანეთში რუსული სამთავრობო არხები: Russia Today და Sputnik-ი აკრძალა. პასუხად, რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ, როსკომნადზორომ დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზით აღნიშნული სოციალური ქსელები აკრძალა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები