რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ეკატერინბურგზე დრონის იერიშის შემდეგ Wildberries-ის საწყობის ტერიტორიაზე ხანძარია

სვერდლოვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრ ეკატერინბურგში უკრაინის დრონების იერიშების შედეგად რუსული ონლაინ სავაჭრო კომპანია Wildberries-ის საწყობის ტერიტორიაზე ხანძარია.

სვერდლოვსკის გუბერნატორმა, დენის პასლერი ირწმუნება, რომ დრონის "ნაწილების ჩამოვარდნის შედეგად" ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა. ამას გარდა, კომპანიის განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ლოგისტიკური კომპლექსი იერიშის შედეგად არ დაზიანებულა.

ამას გარდა, სხვა რეგიონებზე დრონების იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა დონის როსტოვში, როგორც ამას ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 328 უკრაინული დრონის მოგერიება შეძლეს 21 რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმში, ასევე შავი და აზოვის ზღვის აკვატორიაში.

 

კომენტარები