რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სუმის ოლქში "ნოვა პოშტას" ობიექტზე რუსეთის იერიშს სამი მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა

იერიშის შედეგი. მაშველები აქრობენ ხანძარს.

სუმის ოლქში რუსეთმა უკრაინის საფოსტო-საკურიერო კომპანია ნოვა პოშტას ობიექტს დაარტყა. შედეგად კომპანიის სამი მძღოლი დაიღუპა.

დრონების განმეორებითი იერიშის საფრთხის გამო მაშველებმა შემთხვევის ადგილზე სრულფასოვნად მუშაობა ვერ შეძლეს.

კომპანიაში დააზუსტეს, რომ რუსული დრონი გზავნილების გადანაწილებისთვის განკუთვნილ ავტოსადგომის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ნოვა პოშტაში ამბობენ, რომ კლიენტებს აუნაზღაურებენ იმ გზავნილების საფასურს, რომლებიც იერიშის შედეგად განადგურდა.

რუსეთის იერიშების შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა სლოვიანსკშიც. ერთი ადამიანი ემსხვერპლა ხერსონზე საარტილერიო ცეცხლით მიტანილ იერიშსაც. ზაპორიჟიის ოლქში დარტყმების შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი.იერიშების სამიზნე პოლტავის ოლქში გახდა 4 ბენზინგასამართი სადგური.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოიგერიეს 127 რუსული დრონი და ერთი რაკეტა. 

კომენტარები