რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

როსკომნადზორის გადაწყვეტილებით რუსეთში Facebook-ი დაიბლოკა

რუსეთის მარეგულირებელი ორგანოს, როსკომნადზორის გადაწყვეტილებით რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე Facebook-ი დაბლოკა.

გადაწყვეტილების მიზეზად როსკომნადზორი Facebook-ის მიერ "რუსული მედიისა და საინფორმაციო წყაროების დისკრიმინაციას" ასახელებს. უწყების განცხადებით, 2020 წლის ოქტომბრიდან ასეთი 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 26 თებერვალს, Facebook-მა რუსეთის სამთავრობო მედიის მიერ რეკლამის გარცელება და მათ პლატფორმაზე მონეტიზაცია აუკრძალა.

კომენტარები