მახინჯაურში, ზღვაში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწუნააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, გასაღებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, მასალას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.




