რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში 7-დან 11-წლამდე ბავშვები უკრაინაში ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო დააკავეს

მოსკოვში 7-დან 11 წლამდე ბავშვები უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო დააკავეს

პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს: სოფია გლადკოვა 7 წლის, ლიზა გლადკოვა 11 წლის, გოშა პეტროვი 11 წლის, მატვეი პეტროვი 9 წლის და დავიდ პეტროვი 7 წლის. 

ისინი უკრაინის საელჩოსთან იმყოფებოდნენ. ხელში ეჭირათ ყვავილები და ხელით დახატული პლაკატები წარწერით - "არა ომს". 

დააკავეს მათი დედებიც, თვითმხილველების ცნობით, მათ ჩამოართვეს ტელეფონები და მათ მშობლის უფლების ჩამორთმევით დაემუქრნენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები