რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რადას ცნობით, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს რუსეთი, დაახლოებით, 333 ლარს გადაუხდის

რადას ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინასთან ომში დაღუპილი რუსი ჯარისკაცის ოჯახებს 11 ათას რუბლს გადაუხდის, რაც, დაახლოებით, 333 ლარია. 

"დღევანდელი კურსით პუტლერმა შეაფასა თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50$-ით. 50$ ღირს რუსი ოკუპანტის სიცოცხლე", - წერს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური არხი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები