რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პრემიერი: ქართველი ძმები ფრენას ელიან, იმედია ღარიბაშვილი ნებართვას გასცემს

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!", - წერს სოციალურ ქსელ Twitter-ზე უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.

"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!", - ამატებს შმიგალი. 

აქამდე, უკრაინის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა მიერ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში წასასვლელი ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისი საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

გასულ დღეს, უკრაინამ გამოაცხადა უცხოური ლეგიონის შექმნა, რომელში გაერთიანებაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. 

კომენტარები