რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ANONYMOUS-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა 

მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა გაერთიანებამ, Anonymous-მა რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემთა ბაზები გატეხა და ინტერნეტში 40 000 ფაილი გაავრცელა. 

ანონიმუსის 65-ე ბატალიონი იუწყება, რომ მათ არ გააჩნიათ ამ მოცულობის მასალის თარგმნისათვის საჭირო რესურსები და დახმარებას რუსული ენის მცოდნე მოქალაქეებისგან ითხოვენ.

უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა

"Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ". – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა. 
  

კომენტარები