რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ДОЖДЬ: ახეჯაკოვას მიერ ფულის გადარიცხვის და ქვეყნის დატოვების ნიუსები ფეიკია

24

ბოლო რამდენიმე საათში რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობმა ლია ახიჯაკოვამ უკრაინის არმიას $10 000 გადაურიცხა და ახლა რუსეთის დატოვებას გეგმავს. 

ორივე სიახლე მსახიობის Instagram-ის გვერდზე დაიდო. როგორც აღმოჩნდა, ახიჯაკოვას Instagram-ი არ აქვს და გვერდი ყალბია. ამის შესახებ ოპოზიციური მედიის, ДОЖДЬ-ის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ დაწერა.

"მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლია ახეჯაკოვამ თანხა გადაურიცხა უკრაინელ სამხედროებს და რუსეთი დატოვა. სიახლეების წყაროდ სახელდება "ახეჯაკოვას ინსტაგრამი". ეს ფეიკია, ახეჯაკოვა არ იყენებს სოციალურ ქსელებს" – წერს ძადკო.

ლია ახეჯაკოვა ცნობილი რუსი თეატრისა და კინოს მსახიობია. საყოველთაო პოპულარობა ელდარ რიაზანოვის ფილმებში შესრულებულმა როლებმა მოუტანა. 

ახეჯაკოვა აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. 1996-2003 წლებში კულტურის სხვა მოღვაწეებთან ერთად ითხოვდა ჩეჩნეთის ომის შეწყვეტას. 2001 წელს ხელი მოაწერა ტელეკომპანია HTB-ს დახურვის საწინააღმდეგო პეტიციას. 2014 წელს გააკრიტიკა ყირიმის ანექსია, 2015 წელს დოჟდის პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა სომეხ ხალხს რუსეთის აგრესიისთვისა და ოკუპაციისთვის. 2020 მხარს უჭერდა ბელარუსში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. 2021 წლიდან არის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი. 

"ეს არის სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოვირეცხავთ. ეს ომი არის გაყალბებული არჩევნების პირდაპირი შედეგი. ჩვენ გავიფუჭეთ ურთიერთობა მთელ სამყაროსთან, დასავლეთის ქვეყნებს შევურაცხყოფთ და გვავიწყდება, რამდენი მილიონი დოლარით, პროვიზიით და სამხედრო ტექნიკით დაგვეხმარა ამერიკა 1941 წელს". – ამ სიტყვებით შეაფასა მსახიობმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. 

კომენტარები