რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში რუსეთის მიერ 9-სართულიანი შენობის დაბომბვას მოხუცი ქალი ემსხვერპლა

ДСНС України

ხარკოვში რუსეთის მიერ 9-სართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა შენობიდან 20-მდე ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილია მოხუცი ქალი, რომელიც მე-5 სართულზე იმყოფებოდა. დაბომბვისას კორპუსის სარდაფში 60-მდე ადამიანი იმალებოდა, მათგან არცერთი დაშავებულა.

27 თებერვალს, დაახლოებით, დილის 04:00 საათზე, ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად გაზსადენი აფეთქდა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები