რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ხსენების გარეშე, ილია მეორის კურთხევით სამშვიდობო პარაკლისებს გადაიხდიან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს სამშვიდობო ლოცვისკენ მოუწოდებს.

"უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს ყველა ეკლესიაში ამა წლის 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნეს პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.

ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.

ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს" - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში რომელიც რუსეთი კვლავაც არ არის ნახსენები. 

კომენტარები