რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგიას სურს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირმა ვიზების გაცემა შეწყვიტოს

ბელგიას სურს, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის, დასაქმებულებისა და ტურისტებისთვის - ამის შესახებ თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრის განცხადებას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

"რუსეთის თავხედური შეტევა გვაიძულებს ფრთხილად ვიყოთ იმ რუსებთან, რომლებსაც ბელგიაში ჩამოსვლა სურთ. ამ მომენტისთვის, რუსები არ არიან აქ მიღებულები, ვიზების საერთო გაუქმება რუსებისთვის არ უნდა იყოს ტაბუ", - თქვა სემი მაჰდიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები