ევროკავშირის გაფართოება

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Getty Images

15 ივნისს ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა.

გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის თქმით, ეს დღე "EU-ს გაფართოების მეგა-ორშაბათია".

"ეს აღნიშვნის დღეა. ამ დღეს ასევე გამოვიყენებ, რათა კანდიდატებს რეფორმების ტემპის შენარჩუნებისკენ მოვუწოდო." – დაამატა კოსმა.

მანამდე, 4 ივნისს, უკრაინის პრემიერმინისტრმა, იულია სვირიდენკომ ბუდაპეშტთან ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას.

მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა.

უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია ევროკომისიამ 2024 წლის 7 ივნისს გასცა.

კომენტარები