ივანიშვილის მთავრობა გეგმავს, რომ შექმნას "სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ელექტრონული ვებპლატფორმა", რისთვისაც 53 000 ლარი გამოიყოფა.
ამის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის პრემიერის მიერ გამოცემული განკარგულებიდან ირკვევა.
"საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან" გამოყოფილი თანხა მოხმარდება როგორც "პლატფორმის დამზადებას", ისე "მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვას."
ამ ეტაპზე უკვე არსებობს მსგავსი ტიპის ორი აპლიკაცია - Dazoge და tetrisales, სადაც შეგიძლიათ როგორც პროდუქტების მიმდინარე ფასების ნახვა, ასევე ამ ფასების შედარება.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პარლამენტში ფასების კომისიის შემაჯამებელი სხდომა 1 მაისს გაიმართა. ივანიშვილის დეპუტატის, კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ სასურსათო ბაზრის მუშაობაში "აგრესიული ჩარევა არ მოხდეს".




