ილია II: მსოფლიო ტრაგედიად იქცევა თუ უკრაინაში საომარი მოქმედებები დროულად არ შეჩერდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლებს ეხმაურება და ამბობს, რომ საომარი მოქმედებები დროულად უნდა შეჩერდეს.

"უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მსოფლიო ტრაგედიად იქცევა".- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელიც TWITTER-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.

 

კომენტარები