უკრაინის გენშტაბი: უკრაინის 5 ქალაქში აეროპორტები დაბომბეს

Телеграм-канал «Раньше всех. Ну почти

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს ინფორმაციას ხუთი ქალაქის აეროპორტებზე სარაკეტო დარტყმების შესახებ. 

"დღეს, 24 თებერვალს, 5.00 საათზე (მოსკოვის დროით 4.00 საათზე), რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, ასევე განახორციელეს სარაკეტო დაბომბა ბორისპილის, ოზერნის, კულბაკინის, ჩუგუევის, კრამატორსკის აეროდრომებზე. ჩერნობაევკაზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე". - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. 

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური მოთხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.  რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაზე შეტევას სხვადასხვა მიმართულებიდან ახორციელებენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები