რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ ვართ უკრაინა, ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ

Office of the President of Ukraine
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მოქალაქეებს მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ზელენსკი ასევე ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.
 
"უკრაინის პატივცემულო მოქალაქეებო, დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ინფრასტრუქტურას და მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმის აფეთქების ხმა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებთ.
 
რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. აშშ-ში უკვე დაიწყეს საერთაშორისო მხარდაჭერის მომზადება.
 
დღეს თქვენგან, თითოეული თქვენგანისგან გვჭირდება სიმშვიდე. შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში. ჩვენ ვმუშაობთ. არმია მუშაობს. მუშაობს უკრაინის თავდაცვის მთელი სექტორი. თქვენთან მუდმივ კავშირზე ვიქნები მე, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო, მინისტრთა კაბინეტი. მალე ისევ დაგიკავშირდებით. პანიკის გარეშე. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველას დავამარცხებთ. ჩვენ უკრაინა ვართ. დიდება უკრაინას." - თქვა ზელენსკიმ.
 
რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. უკრაინის დედაქალაქი კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში აფეთქების ხმა ისმის.

კომენტარები