რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიტ რომნი: აუცილებლად უნდა დავიცვათ თავისუფლება, რომელსაც პუტინი ემუქრება

პუტინის უკრაინაში შეჭრა უკანასკნელ 80 წელში პირველი შემთხვევაა, როცა დიდმა ძალამ გადაწყვიტა სუვერენული სახელმწიფოს დაპყრობა. ამას არ აქვს გამართლება და არის განზრახვისა და პატივის გარეშე. 

პუტინის დაუსჯელობა ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი რბილი პასუხისა იმ საშინელებებზე, რაც  საქართველოსა და ყირიმში დაატრიალა, ჩვენი გულუბრყვილო მცდელობისა ცალმხრივად 'დაგვეფარა დანაშაული' და ვიწრო ხედვისა, რომ ამერიკა პირველია. "80-იანებმა შეგვახსენეს თავი" და ჩვენ არ ვუპასუხეთ.

პუტინის ტირანიაზე თვალის დახუჭვა საფრთხისშემცველია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა სუვერენიტეტსაც არღვევს, არამედ ამერიკისთვისაც. ისტორია გვაჩვენებს, რომ ტირანიის წყურვილი დაპყრობისა არასდროს არ ჩერდება. 

ამერიკამ და ჩვენმა მოკავშირეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან თავისუფლება, რომელსაც პუტინი და რუსეთი ემუქრება. პასუხი უნდა იყოს მკაცრი ეკონომიკური ჯარიმები, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან გარიცხვა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გაფართოება და მოდერნიზაცია.

   წერს Twitter-ზე ამერიკელი სენატორი მიტ რომნი. 24 თებერვლის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც

კომენტარები