პატიმრის თვითმკვლელობა

კლინიკა "ვივამედში" პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

კლინიკა "ვივამედში" პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკაში დაუდასტურეს. შემთხვევა 19 თებერვალს მოხდა. პაციენტი კორონავირუსზზე მკურნალობდა.

კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის კრიტიკული მართვის დეპარტამენტში იმყოფება.

"გაწერილი იყო ჩვენგან 12 საათზე, ეს მოხდა გაწერიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ". – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

კომენტარები