პატიმრის თვითმკვლელობა

მღებრიშვილი: სუიციდის ფაქტები ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება

kvemokartli.ge

სასჯელაღსრულების მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, "სუიციდის ფაქტები ხდებოდა, ხდება და, სავარაუდოდ და სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება". მღებრიშვილის თქმით, სუიციდის შემთხვევების ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო სუიციდის პრევენციის  პროგრამაზე მუშაობს. ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუიციდის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ვმუშაობთ სუიციდის პრევენციის პროგრამაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ფაქტებს მოვერევით. ეს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. სუიციდის ფაქტები ხდებოდა, ხდება და, სავარაუდოდ და სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება, რადგან მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია. სუიციდის ფაქტები ხდება როგორც თავისუფლებაზე, ისე სასჯელაღსრულების სისტემაში", - განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები