ნაცისტური დაჯგუფებები

ქართველი ნაცისტების მიერ ძალადობასა და ვიდეოების გავრცელებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ქართველი ნაცისტების მიერ თბილისში სხვადასხვა ნიშნით ძალადობის ფაქტებსა და ვიდეოების გავრცელებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ქართველი ნაცისტები თბილისში მოქალაქეებზე ძალადობენ და ამის ამსახველ ვიდეოებს Facebook გვერდზე ტვირთავენ, თუმცა უცნობია იმართება თუ არა გვერდი ქართველი ნაცისტების მიერ. გვერდზე ვხვდებით არაერთ ვიდეოსა და ფოტოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც ნაცისტური დაჯგუფებების მიერ ადამიანებზე ძალადობა დაუფარავად ჩანს.

19 თებერვალს აღნიშნული მოძალადე ჯგუფების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა TBILISI PRIDE-ის ერთ-ერთმა დირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ. როგორც კვარაცხელია წერს, ქართველი ნაცისტების თავშეყრის ადგილი დედაენის ბაღია, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მოქალაქეებზე თითქმის ყოველ დღე ძალადობენ და ერთ-ერთ მსხვერპლს თავადაც იცნობს.

კომენტარები