ნაცისტური დაჯგუფებები

გერმანიამ "ბავშვების ინდოქტრინაციის" გამო ნეო-ნაცისტური ჯგუფის საქმიანობა აკრძალა

Justin Brosch/dpa/picture alliance

გერმანიის მთავრობამ ბავშვების ინდოქტრინაციის გამო ნეო-ნაცისტური ჯგუფი Artgemeinschaft აკრძალა. ჯგუფის საქმიანობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა. 

სამინისტროს ცნობით, ჯგუფი გერმანიკული ღმერთების შესახებ ფსევდო-რეგლიგიურ რწმენებს ნაცისტური იდეოლოგიის გასავრცელებლად იყენებდა. ბავშვების ინდოქტრინაციის პროცესში ჯგუფი აქტიურად იყენებდა ნაცისტური პერიოდის ლიტერატურას რასობრივი თეორიების შესახებ. ჯგუფის იდეოლოგია მკვეთრად რასისტული და ანტისემიტურია და ცდილობდნენ ამ იდეების ბავშვებში და ახალგაზრდებში გავრცელებას. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნეო-ნაცისტურ ჯგუფში 150 ადამიანი იყო გაწევრიანებული. გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 26 ბინა გაჩხრიკა გერმანიის 12 მიწაზე. 

კომენტარები