კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 14 405 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 29.64%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 595 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 24 409 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 29.64%-ია, ბოლო 7 დღის - 30.78%, ბოლო 14 დღის კი 32.04%.  

14 405 ახალი შემთხვევიდან თბილისში 7 040 დადასტურდა, აჭარაში - 825, იმერეთში - 2 014, ქვემო ქართლში - 734, შიდა ქართლში - 841, გურიაში - 565, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 902, კახეთში - 948, მცხეთა-მთიანეთში - 261, სამცხე-ჯავახეთში - 199, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 76.

18 თებერვლის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 526 205 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 348 581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 771 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 161 827 აქტიური შემთხვევაა.  

1 255 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 474 მკურნალობს, აჭარაში - 140, იმერეთში - 384. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  294 ადამიანია,  მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 40, იმერეთში - 25.

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები