ქართული ოცნება

კობახიძე გახარიაზე: დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით

ქართული ოცნება / Georgian Dream / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილ თანაგუნდელსა და პრემიერმინისტ, გიორგი გახარიაზე დეტალები მალე გახდება ცნობილი და დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ. კობახიძის განმარტებით, საუბარია მათი მხრიდან პოლიტიკურ განცხადებაზე და არა სამართლებრივ საკითხზე. ეს კი გარკვეული უხერხულობის მოხსნის შემდეგ გახდება ცნობილი.

"დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ეს მათ თავად წარმოადგინეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს ღია კოალიცია. ეს იქნება პოლიტიკური განცხადება, გარკვეული უხერხულობა უნდა მოიხსნას და ამის შემდეგ ვიტყვით ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერს". – ამბობს ირაკლი კობახიძე.

გუშინ, 16 თებერვალს ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში გიორგი გახარიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა ისაბრებენ, თუ რა და რატომ მოხდა 1 წლის წინ. კობახიძის სიტყვებით, – "საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს".

კომენტარები