კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ბოლო ორი დღის მონაცემები იმედისმომცემია, ომიკრონის ტალღამ დაიწყო დაღმასვლა

დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ ომიკრონის ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი.

IPN-ს ცნობით, ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 17 თებერვლის მონაცემებით, COVID-19-ით 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 15 644 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 29.57%-ია.

კომენტარები