ქართული ოცნება

კობახიძე გახარიაზე: საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს

დადგება აუცილებლად ამის დრო, როდესაც ვიტყვით იმას, თუ რა მოხდა 1 წლის წინ. რატომ მოხდა და რა მოხდა უფრო ადრე, რატომ ჰქონდა გადადგმული [გიორგი გახარიას] კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. ის თუ იტყვის, რაშიცაა სინამდვილეში საქმე, გაინადგურებს თავს, რანაირად იტყვის?! ვერაფერს ვერ ამბობს. აქ საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც დღეს არ ღირს ამაზე საუბარი.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში უკრაინაზე საუბრისას.

კომენტარები