ტურიზმი

იანვარში საქართველომ ტურიზმიდან 114 მილიონი დოლარი მიიღო, აღდგენილია შემოსავლების 69%

2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, აღდეგნილია შემოსავლების 69.3 პროცენტი. 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103 მილიონი დოლარით. 

2022 წელს გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობაც. იანვარში საქართველოში 199 393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471 პროცენტს შეადგენს.

2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163 615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს. 


2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1.57 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2019 წელთან შედარებით აღდგენილია ტურისტულ ვიზიტების 31%, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.  

2021 წელს ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა, კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენის მაჩვენებელმა კი 2019 წელთან შედარებით 48% შეადგინა. 

კომენტარები