სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Ajet ანკარა - თბილისი - ანკარას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.
სააგენტოს თანახმად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები 29 სექტემბრიდან, კვირაში 4-ჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.





