ჩოგბურთი

ნოვაკ ჯოკოვიჩი: მზად ვარ დავთმო მომავალი ჯილდოები აცრას თუ დამაძალებენ

Marca

ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოცემა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მზად არის უარი თქვას მომავალ ჯილდოებზე, თუ მას ვაქცინაციას დააძალებენ. 

"ეს არის ფასი, რომლის გადახდას ვაპირებ. ვაქცინაციის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერ არჩევანის თავისუფლებას, არ არის სწორი აიძულო ადამიანს მედიკამენტი შეიყვანოს სხეულში. იმედი მაქვს რეგულაციები შეიცვლება და კიდევ რამდენიმე წელი შევძლებ ჩოგბურთის თამაშს. შესაძლოა ოდესმე დავთანხმდე ვაქცინაციას, მაგრამ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქნება". – ამბობს 20 გრანდ სლემის გამარჯვებული ჩოგბურთელი.

6 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩასული სპორტსმენი სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში აუცრელობის გამო არ შეუშვა. ჩოგბურთელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ჯოკოვიჩი იმით აპელირებდა რომ ტურნირამდე ორი კვირით ადრე კორონავირუსი გადაიტანა და ტურნირზე დასასწრებად მისი ვაქცინაცია აუცილებელი არ იყო. აღნიშნულ პერიოდში ჩოგბურთელი ჟურნალისტებს შეხვდა, იზოლაციის წესების დარღვევა ჯოკოვიჩმა ასე ახსნა:

"ჩავთვალე, რომ ვალდებული ვიყავი,  L'Equipe-ისთვის ინტერვიუ მიმეცა, ჟურნალისტის იმედის გაცრუება არ მინდოდა. ინტერვიუს დროს სოციალურ დისტანციას ვიცავდი და ნიღაბს ვატარებდი".

სერბ ჩოგბურთელს ამ დროისთვის გრანდ სლემის 20 ტიტული აქვს მოპოვებული. მას ერთი ჯილდოთი უსწრებს რაფაელ ნადალი. ესპანელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, რომელზეც ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო არ დაუშვეს.

კომენტარები