კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 20 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი, დღიური დადებითობა 30.88%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 65 829 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 48 468 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 30.88%-ია, ბოლო 7 დღის - 33.18%, ბოლო 14 დღის კი 31.06%.  

20 326 ახალი შემთხვევიდან თბილისში 9 535 დადასტურდა, აჭარაში - 1 488, იმერეთში - 3 269, ქვემო ქართლში - 1 145, შიდა ქართლში -1 079, გურიაში - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 337, კახეთში - 1 127, მცხეთა-მთიანეთში - 370, სამცხე-ჯავახეთში - 307, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 97.

12 თებერვლის დღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 438 353 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 226 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 516 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 196 192 აქტიური შემთხვევაა.

1 261 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 488 მკურნალობს, აჭარაში - 153, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 278 პაციენტია,  მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 39, იმერეთში - 23.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო იზოლაციის ვადის შემცირებას აპირებს.

კომენტარები