კორონავირუსი საქართველოში

საპატრიარქოში ომიკრონის გავრცელების გამო კარანტინია გამოცხადებული

პატრიარქი ილია მეორე

Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის მაღალი გავრცელების გამო საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარ არხს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი უდასტურებს. 

დეკანოზის თქმით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ვირუსის მაღალი გავრცელება გახდა. მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი საპატრიარქოს ეზოში არსებულ მონასტერშიც დაუდასტურდათ. 

"კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ეს ომიკრონის ვირუსი ძალიან აქტუალური გახდა. ძალიან ბევრს, მათ შორის მეც შემხვდა კორონავირუსი და ყველაფერ ამას დაუკავშირდა კარანტინის გამოცხადება, მაქსიმალურად შეიზღუდა შესვლა. მონასტრის წევრებსაც დაუდასტურდათ, კი. პატრიარქს კორონავირუსი არ დადასტურებია, მაგრამ ეს მონასტერი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეზოში მდებარეობს, რომელსაც პატრიარქის რეზიდენციის იმ ფლიგელთან შეხება არ აქვს". – თქვა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები